ავტორიზაცია

"გამაგრდი, კრის!", - რონალდუ ერიქსენის უმძიმეს მდგომარეობას გამოეხმაურა

"გამაგრდი, კრის!", - რონალდუ ერიქსენის უმძიმეს მდგომარეობას გამოეხმაურა
თარიღი 12 Jun 2021, 22:29

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ დანიის ნაკრების ნახევარმცველს, კრისტიან ერიქსენს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"კრისტიან ერიქსენსა და მის ოჯახზე ვფიქრობთ, მათზე ვლოცულობთ. საფეხბურთო სამყარო კარგი სიახლეების იმედით ერთიანდება. კრის, მოუთმენლად ველი შენს დანახვას მინდორზე! გამაგრდი!", - წერს 36 წლის სუპერვარსკვლავი სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, ფინეთთან მატჩის 43-ე წუთზე, დანიელთა ფეხბურთელმა გონება დაკარგა და მინდორზე დაეცა.

გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ნახევარმცველის მდგომარეობა დასტაბილურდა და შემდგომ გამოკვლევებს გადის.

ოფიციალური ცნობით, შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე განახლდება.

VIDEO: უმძიმესი კადრები, საქმე სერიოზულადაა - ერიქსენმა გონება დაკარგა და მოედანზე დაეცა