ავტორიზაცია

"ფეხბურთელები ერიქსენს ესაუბრნენ და მისთვის თამაშობენ", - დანიის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორი

"ფეხბურთელები ერიქსენს ესაუბრნენ და მისთვის თამაშობენ", - დანიის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორი
თარიღი 12 ივნ 2021, 23:12

დანიის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორმა, პეტერ მელერმა შექმნილ ვითარებაზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, ევრო 2020-ის ეგიდით, დანიელთა და ფინელთა შეხვედრა 43-ე წუთზე შეწყდა - კრისტიან ერიქსენმა გონება დაკარგა და მინდორზე დაეცა.

"ერიქსენთან კონტაქტში ვიმყოფებით. ფეხბურთელები მას ესაუბრნენ. ეს კარგი სიახლეა".

"კარგად უმკლავდება ამ სიტუაციას. ფეხბურთელები ერიქსენის გამო თამაშობენ", - თქვა მელერმა.

ბოლო ცნობით, ერიქსენის მდგომარეობა დასტაბილურდა და შემდგომ გამოკვლევებს გადის.

მოგეხსენებათ, შეხვედრა უკვე განახლდა და ამ წუთებში მიმდინარეობს.

ერიქსენმა საავადმყოფოდან თანაგუნდელებს დაურეკა - რა უთხრა დანიელმა თანამემამულეებს?