ავტორიზაცია

დრამატული მოვლენის შემდეგ - დანია ევროს დებიუტანტ ფინეთთან დამარცხდა [VIDEO]

დრამატული მოვლენის შემდეგ - დანია ევროს დებიუტანტ ფინეთთან დამარცხდა [VIDEO]
თარიღი 12 ივნ 2021, 23:38

ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის პირველი ტურის ეგიდით, დანიის ნაკრები ფინეთთან სენსაციურად დამარცხდა.

აღნიშნული დაპირისპირება ევროს დებიუტანტის გამარჯვებით დასრულდა - 0:1.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა დანიელთა უპირატესობით დაიწყო და ყველაფერი მათ სასარგებლოდ მიდიოდა.

მიუხედავად ამისა, 43-ე წუთზე საშინელი ეპიზოდი დაფიქსირდა - კრისტიან ერიქსენმა გონება დაკარგა და მოედანზე დაეცა, რის გამოც მატჩი დაახლოებით 45 წუთით შეწყდა.

საბოლოო ჯამში, შეხვედრა განახლდა და მე-60 წუთზე ფინელები დაწინაურდნენ - თავი იოელ პოიანპალომ გამოიჩინა.

დანიას ანგარიშის გათანაბრების 100%-იანი შანსი 74-ე წუთზე მიეცა, თუმცა პიერ-ემილ ჰოიბერგმა პენალტი ვერ გამოიყენა.

ასე და ამგვარად, ევრო 2020-ზე პირველი სენსაცია უკვე დაფიქსირდა.

ვიდეომიმოხილვა