ლუკაკუ: "მატჩამდე ბევრი ვიტირე"
ბელგიის ნაკრების ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ, რუსეთთან 3:0 მოგების შემდეგ, კრისტიან ერიქსენის შემთხვევაზე ისაუბრა.
ევრო 2020-ს პირველ მატჩში ლუკაკუმ დუბლი მიითვალა. რაც შეეხება ერიქსენს, ის ფინეთთან მატჩის მსვლელობისას მოედანზე უგონოდ დაეცა და ექიმები მის გონზე მოყვანას რამდენიმე წუთის მანძილზე ცდილობდნენ. მოგვიანებით, ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.
„მატჩამდე ბევრი ვიტირე, იმიტომ რომ შეშინებული და ანერვიულებული ვიყავი, აშკარაა. სხვა ბიჭებიც შეშფოთებულები იყვნენ. კრისტიანთან ოჯახზე მეტი დრო მაქვს გატარებული.
მთელი ჩემი ფიქრები ამჟამად მასთან და მის ოჯახთანაა.“ - აღნიშნა ლუკაკუმ.
ლუკაკუმ პირველი გატანილი გოლი ერიქსენს მიუძღნა - კამერასთან მიირბინა და თქვა: „კრის, კრის, გამაგრდი, მიყვარხარ.“
VIDEO: "კრის, მიყვარხარ", - ლუკაკუმ რუსეთის კარში გატანილი გოლი ერიქსენს მიუძღვნა
VIDEO: უმძიმესი კადრები, საქმე სერიოზულადაა - ერიქსენმა გონება დაკარგა და მოედანზე დაეცა