ავტორიზაცია

თანხმობა მიღებულია - დეპაის ტრანსფერი მომდევნო კვირაში უნდა დადასტურდეს

თანხმობა მიღებულია - დეპაის ტრანსფერი მომდევნო კვირაში უნდა დადასტურდეს
თარიღი 13 ივნ 2021, 13:26

„ლიონის“ და ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ, „ბარსელონაში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

Sport.es-ის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი „ბარსელონაში“ მომდევნო კვირაში დადასტურდება. მისი პრეზენტაცია „კამპ ნოუზე“ კი მას შემდეგ გაიმართება, რაც ნიდერლანდების ნაკრები ევრო 2020-ზე ასპარეზობას დაასრულებს.

წყარო აღნიშნავს, რომ დეპაი „ბარსელონასთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი წლიური ანაზღაურება ცნობილი ჯერ არ არის.

მაისში იწერებოდა, რომ დეპაის სავარაუდო ხელფასი „ბარსაში“ 5 მილიონი ევრო იქნება. თუმცა, არც ისე დიდი ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯორჯინიო ვეინალდუმის ჩავარდნილი ტრანსფერის გამეორების თავიდან აცილების მიზნით, „ბლაუგრანამ“ დეპაის გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა.

მემფისი „ლიონის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს, მისი კონტრაქტი ოფიციალურად 2021 წლის 30 ივნისს სრულდება. 

2020/21-სეზონში დეპაიმ ლიგა 1-ს 36 მატჩში 20 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.