ავტორიზაცია

კორონავირუსის გამო, პორტუგალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წამყვანი მოთამაშე გამოაკლდება

კორონავირუსის გამო, პორტუგალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წამყვანი მოთამაშე გამოაკლდება
თარიღი 13 Jun 2021, 17:36

კორონავირუსმა მორიგი ტოპ-ქვეყანა დააზიანა.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ პორტუგალიის ნაკრებს კორონავირუსის გამო მარჯვენა მცველი, ჟოაო კანსელუ გამოაკლდება. 

ფეხბურთელის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და ამის გამო, ის მშობლიურ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება. აღინიშნება, რომ კანსელუ თავს კარგად გრძნობს და თანაგუნდელებისგან იზოლირებულია.

მის ნაცვლად, პორტუგალიის ნაკრებში გამოიძახეს „მილანის“ განაპირა მცველი, დიოგუ დალოტი.

ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრები ჯგუფში გერმანიას, საფრანგეთს და უნგრეთს დაუპირისპირდება. პირველ მატჩს გუნდი 15 ივნისს, უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს.