დღის ცენტრალურ შეხვედრაში ინგლისმა ხორვატიას სტერლინგის გოლით მოუგო [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ინგლისის ნაკრებმა ხორვატიას 1:0 მოუგო.
დღის ცენტრალური შეხვედრა 17:00 საათზე „უემბლიზე“ დაიწყო და მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი რაჰიმ სტერლინგმა, 57-ე წუთზე ფილიპსის პასით გაიტანა და ინგლისის ნაკრებს ჯგუფის მთავარ კონკურენტთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
შემდეგ ტურში ინგლისის ნაკრები 18 ივნისს შტლანდიას დაუპირისპირდება, ხორვატიის მეტოქე კი ჩეხეთი იქნება.