ავტორიზაცია

"გულწრფელად ვამბობ, რთული არჩევანი იყო", - ვეინალდუმმა განმარტა, თუ რატომ ამჯობინა ბარსას პსჟ

"გულწრფელად ვამბობ, რთული არჩევანი იყო", - ვეინალდუმმა განმარტა, თუ რატომ ამჯობინა ბარსას პსჟ
თარიღი 13 ივნ 2021, 21:23

ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა განმარტა, თუ რატომ ამჯობინა "ბარსელონას" "პსჟ".

"პსჟ"-მ გადაწყვეტილება უფრო უკეთ და სწრაფად მიიღო. მათი პროექტი ნამდვილად საინტერესოა".

"გულწრფელად ვამბობ, რთული არჩევანი იყო. "ბარსელონა" ნამდვილად ინტერესდებოდა ჩემით, მაგრამ "პსჟ"-მ უფრო მკაფიო გადაწყვეტილება მიიღო".

"ძალიან გახარებული ვარ, რომ ყველა საკითხი ევროპის ჩემპიონატამდე მოგვარდა, რადგან ტურნირის მიმდინარეობისას მხოლოდ თამაშზე უნდა მოახდინო კონცენტრირება და სხვა არაფერზე".

"ბარსა" და "პსჟ" ორი უდიდესი კლუბია, ორივე გუნდში თამაში მსურს, მაგრამ "პსჟ"-ში გადასვლა გადავწყვიტე, ეს დიდი შვებაა", - ციტირებს ვეინალდუმის სიტყვებს ფრანგული პრესა.

ვეინალდუმის პირველი განცხადება პარი სენ ჟერმენში გადასვლის შემდეგ