ავტორიზაცია

ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი მაკედონია ავსტრიასთან დამარცხდა [VIDEO]

თარიღი 13 ივნ 2021, 21:57

ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში ავსტრია დაუპირისპირდა ტურნირის დებიუტანტს, ჩრდილოეთ მაკედონიას და მოწინააღმდეგე 3:1 დაამარცხა.

ავსტრიელების მხრიდან გოლები გაიტანეს შტეფან ლაინერმა, მიხაელ გრეგორიშმა და მარკო არნაუტოვიჩმა. მაკედონიის მხრიდან კი მცველების შეცდომით გორან პანდევმა ისარგებლა.

 შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ჯგუფში აგრეთვე არიან ნიდერლანდებისა და უკრაინის ეროვნული ნაკრებები, რომელთა შეხვედრაც 23:00 საათზე დაიწყება.