ავტორიზაცია

"ვაღიარებ, სწორი საქციელი არ იყო და მესმის, რეალს რეპუტაცია შევულახე", - აზარმა სკანდალური ეპიზოდი გაიხსენა

"ვაღიარებ, სწორი საქციელი არ იყო და მესმის, რეალს რეპუტაცია შევულახე", - აზარმა სკანდალური ეპიზოდი გაიხსენა
თარიღი 13 ივნ 2021, 22:26

"რეალისა" და ბელგიის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ედენ აზარმა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ დაფიქსირებულ სკანდალურ ეპიზოდზე გააკეთა განცხადება.

მოგეხსენებათ, აღნიშნული შეხვედრის დასრულებისთანავე ბელგიელი ლონდონური კლუბის ფეხბურთელებთან მივიდა და მათ ესაუბრა. ეთერში მოხვდა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ იცინის აზარი.

"ვაღიარებ, არ იყო სწორი საქციელი. მენდის და ზუმას სასაცილო არაფერი უთქვამთ, მაგრამ ზუმასთან ვთამაშობდი, მენდის კი ვიცნობ. როცა მეგობრებს ხვდები, ყოველთვის მხიარული ხარ. თუმცა მესმის, "რეალის" რეპუტაცია შევლახე".

"ყველამ იფიქრა, რომ არ მტკენია, მაგრამ ეს ასე არ იყო. გულის სიღრმეში ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. მატჩი, რომლის მოგებასაც ყველაზე მეტად ვისურვებდი, ეს "სტემფორდ ბრიჯზე" ჩემი ყოფილი კლუბის, "ჩელსის" წინააღმდეგაა. გაკვირვებული დავრჩი ამ კადრების ხილვის შემდეგ".

"ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, თანაგუნდელებისგან რამდენიმე ზარი მივიღე, თუმცა, სიმართლე გითხრათ, გუნდში ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ მსურს დარჩენა. "რეალში" კარგი ატმოსფეროა".

"იცით, როცა "რეალის" გასახდელში პირველად შევედი, მოხიბლული დავრჩი. ჩემი საყვარელი კლუბია, აქ არაერთი ვარსკვლავია თავმოყრილი, სერხიო რამოსისა და კარიმ ბენზემასნაირ ბიჭებთან კონტაქტი ძალიან მარტივია. ესპანელები ზოგჯერ მთელ გუნდს რესტორანში პატიჟებენ", - თქვა ფეხბურთელმა Het Nieuwsblad-თან ინტერვიუში.

VIDEO: უცნაური კადრები - ედენ აზარს რეალის გავარდნის შემდეგ დამწუხრებულის არაფერი ეტყობოდა