ავტორიზაცია

ესპანურ გრანდებს ლაუტაროს შეძენა სურთ, ინტერმა ფასი დაასახელა — La Gazzetta dello Sport

ესპანურ გრანდებს ლაუტაროს შეძენა სურთ, ინტერმა ფასი დაასახელა — La Gazzetta dello Sport
თარიღი 13 ივნ 2021, 23:54

"ინტერმა" შესაძლოა თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი გაყიდოს, თუ სარფიან შეთავაზებას მიიღებს.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport იტყობინება, მილანური გრანდი დაახლოებით 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათანხმდება 23 წლის ფორვარდის გაშვებას.

აღინიშნება, რომ არგენტინელის დამატების მთავარი პრეტენდენტები "ბარსელონა", "რეალი" და "ატლეტიკო" არიან, მაგრამ არცერთ ესპანურ კლუბს არ აქვს ლაუტაროს შესაძენად ამხელა თანხა.

აქამდე არსებული ინფორმაციით, კატალონიურმა გრანდმა ტრანსფერში შეიძლება მცველი, ემერსონ აპარესიდო ჩართოს, რომელმაც გასული სეზონი იჯარით "ბეტისში" გაატარა.

გასულ სეზონში ლაუტარომ სერია ა-ში 38 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ბარსელონა ლაუტაროს ვარიანტს მიუბრუნდა