ავტორიზაცია

"კრისტიანს დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვესაუბრე", - დანიის ნაკრების ექიმმა ერიქსენის მდგომარეობა შეაფასა

"კრისტიანს დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვესაუბრე", - დანიის ნაკრების ექიმმა ერიქსენის მდგომარეობა შეაფასა
თარიღი 14 ივნ 2021, 00:36

დანიის ნაკრების ექიმმა, მორტენ ბოესენმა ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელმაც ფინეთთან (0:1) გამართული გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას გონება დაკარგა.

"კრისტიანს დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვესაუბრე. მისი მდგომარეობა სტაბილურია - ფხიზლადაა, სწორად და გარკვევით რეაგირებს, გული კვლავ უცემს. ამ ვითარებაში ყველაფერი რიგზეა".

"დღის განმავლობაში ერიქსენს ფეხბურთელებთან კონტაქტი ჰქონდა. ჯერ კიდევ საავადმყოფოში უნდა დარჩეს, შემდგომი გამოკვლევებისა და დაკვირვებისთვის, მაგრამ ჩატარებული ტესტების პასუხები ისეთია, როგორიც უნდა იყოს", - თქვა დანიის ნაკრების ექიმმა.

მოგეხსენებათ, ევრო 2020-ის ეგიდით, გუშინდელი მატჩის დროს, 29 წლის ფეხბურთელმა გონება დაკარგა, მას გული გაუჩერდა. 

ინტერის ექიმი: "ერიქსენს პრობლემა არც ჩვენთან და არც ტოტენჰემში არ ჰქონია"