"მხოლოდ ერთს ვიტყვი", - ტოტენჰემის პრეზიდენტი კეინის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

"ტოტენჰემის" პრეზიდენტმა, დენიელ ლევიმ გუნდის თავდამსხმელ ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა.
"არასოდეს განვიხილავ კონკრეტულ ფეხბურთელებს საჯაროდ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, გულშემატკივრები, მე, ფეხბურთელები - ყველა ჩვენგანი ვიზიარებთ მის იმედგაცრუებას ტიტულების არქონის თაობაზე. ყველას გვსურს გამარჯვება".
"ახალი მმართველი დირექტორის, ფაბიო პარატიჩის ერთ-ერთი დავალება იმის გარკვევაა, თუ ვინ დარჩება გუნდში, ვინ მოითხოვს ახალ კლუბში გაშვებას. სატრანსფერო ფანჯარა არსებობს".
"შეუძლებელია ყოველთვის ის მიიღო, რაც გინდა. ისე მოვიქცევით, როგორც კლუბისთვის იქნება უკეთესი", - ციტირებს ლევის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.
"პოგბას ოსტატობა, საულის უზადო გადაცემები...", - რომელი ფეხბურთელების რა თვისებებს ისურვებდა კეინი?