ავტორიზაცია

"არა მგონია, ანჩელოტიმ დამიმატოს", - ხამესის კომენტარი რეალში შესაძლო დაბრუნებაზე

"არა მგონია, ანჩელოტიმ დამიმატოს", - ხამესის კომენტარი რეალში შესაძლო დაბრუნებაზე
თარიღი 14 ივნ 2021, 01:58

"ევერტონის" ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა "რეალში" დაბრუნების ალბათობა შეაფასა.

მოგეხსენებათ, მადრიდულ გრანდს სათავეში კარლო ანჩელოტი ჩაუდგა - იტალიელი და კოლუმბიელი "რეალში", "ბაიერნსა" და "ევერტონში" ერთად მუშაობდნენ.

"არ ვიცი, არა მგონია, ვნახოთ. თუ "ევერტონში" კიდევ ერთ სეზონს გავატარებ, არაუშავს".

"არა მგონია, ანჩელოტიმ დამიმატოს. "რეალში" ჩემი ციკლი დასრულდა. არა მგონია, იქ გადავიდე. მგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ", - ციტირებს ხამესის სიტყვებს Goal.com.

2020/21 წლების სეზონში 29 წლის კოლუმბიელმა პრემიერ ლიგაში "კანფეტების" მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

"კოპა ამერიკაზე უნდა მეთამაშა", - ხამესმა კოლუმბიის სამწვრთნელო შტაბი უპატივცემულობაში დაადანაშაულა