ავტორიზაცია

ოფიციალურად: იაია ტურე რუსულ ახმატში დასაქმდა

ოფიციალურად: იაია ტურე რუსულ ახმატში დასაქმდა
თარიღი 14 ივნ 2021, 16:47

ლეგენდარული კოტდიუვარელი ნახევარმცველი სამწვრთნელო საქმიანობას იწყებს.

იაია ტურე რუსული „ახმატის“ მთავარი მწვრთნელის, ანდრეი ტალალაევის თანაშემწე იქნება, მასთან კონტრაქტი ერთი სეზონით გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

„თავისი თანაშემწეს მოვალეობებს გუნდის მთავარი მწვრთნელი დაადგენს.“ - ნათქვამია „ახმატის“ განცხადებაში.

საფეხბურთო კარიერის მანძილზე ტურე „ბარსელონაში“, „მანჩესტერ სიტიში“ და სხვა არაერთ ცნობილ კლუბში თამაშობდა. გასულ სეზონში ის დონეცკის „ოლიმპიკის“ სამწვრთნელო შტაბში ირიცხებოდა.

ტურეს ბოლო პროფესიონალური კლუბი ჩინური „ცინდაო ჰუანჰაი“ იყო, რომელიც მან 2020 წელს დატოვა.

კოტდიუვარის ნაკრებში იაიამ 101 მატჩის ჩატარება მოასწრო და 19 გოლიც გაიტანა.
 

ბარსელონაში“, „მანჩესტერ სიტიში“ და სხვა არაერთ ცნობილ კლუბში თამაშობდა. გასულ სეზონში ის დონეცკის „ოლიმპიკის“ სამწვრთნელო შტაბშ ირიცხებოდა.