ავტორიზაცია

"ერიქსენი ყველაზე მეტად ინტერის მხრიდან წამოსული ყურადღებით მოიხიბლა", - კრისტიანის აგენტი

"ერიქსენი ყველაზე მეტად ინტერის მხრიდან წამოსული ყურადღებით მოიხიბლა", - კრისტიანის აგენტი
თარიღი 14 ივნ 2021, 19:27

დანიის ეროვნული ნაკრების ლიდერის, კრისტიან ერიქსენის აგენტმა, მარტინ შუტსმა თავისი კლიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

"ერიქსენს ვესაუბრე გუშინ დილით. ის არის კარგ ხასიათზე, ბევრს ხუმრობს. ყველას გვაინტერესებს, თუ რა მოხდა, ეს თავად დანიის ნაკრების ლიდერსაც აინტერესებს.

ექიმები მას უტარებენ დეტალურ გამოკვლევას და ყველა პროცედურას დრო უნდა. კრისტიანს ძალიან უხარია ხალხის სიყვარული და ყურადღება.

უამრავმა ადამიანმა გამოუცხადა მას მხარდაჭერა, როგორც საფეხბურთო სამყაროდან, ისე მის ფარგლებს გარეთაც. საოცარია.

დანიის ნაკრების შემტევ ნახევარმცველზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ინტერის მხრიდან წამოსულმა ყურადღებამ.

კლუბის ჩატი უბრალოდ სავსე იყო შეტყობინებებით და ფეხბურთელების გარდა, მას მილანელი გულშემატკივრებიც წერდნენ".

ესპანურ გრანდებს ლაუტაროს შეძენა სურთ, ინტერმა ფასი დაასახელა — La Gazzetta dello Sport

შეძლებს თუ არა ერიქსენი კარიერის გაგრძელებას? იტალიელი კარდიოლოგის ვარაუდი