ავტორიზაცია

კვლავ ორხელისუფლებიანობა - დინამო ბათუმმა ქულები დაკარგა

კვლავ ორხელისუფლებიანობა - დინამო ბათუმმა ქულები დაკარგა
თარიღი 14 ივნ 2021, 19:38

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურის ფარგლებში ბათუმის "დინამო" ესტუმრა წყალტუბოს "სამგურალს", რომელთანაც უგოლო ფრე ითამაშა.

როგორც მოგეხსენებათ, თავისი შეხვედრა მოიგო თბილისის "დინამომ", რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ აჭარელთა ქულების დაკარგვის შემთხვევაში, სატურნირო ცხრილში კვლავ ორხელისუფლებიანობა იქნებოდა.

ასეც მოხდა, 35-35 ქულით, ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს სწორედ "დინამო თბილისის" და "დინამო ბათუმი" ლიდერობენ.

დინამო ბათუმი - თელავი - (ფოტოები+კომენტარები)

VIDEO: "დინამოს თამაში უეფას სამწვრთნელო კურსებშია შესატანი", - ვესტ ჰემმა თბილისელებთან მატჩი გაიხსენა