ავტორიზაცია

"ეს ყოველთვის დახურული თემა იყო", - მანჩესტერ სიტი ქალ ფეხბურთელთა მენსტრუალურ ციკლს შეისწავლის

"ეს ყოველთვის დახურული თემა იყო", - მანჩესტერ სიტი ქალ ფეხბურთელთა მენსტრუალურ ციკლს შეისწავლის
თარიღი 14 ივნ 2021, 21:29

"მანჩესტერ სიტიმ" და ინგლისის სპორტის ინსტიტუტმა ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობა დაიწყეს.

მანჩესტერული კლუბი ქალ სპორტსმენთა ჯანმრთელობის გამოკვლევას უჭერს მხარს. პროექტი მენსტრუაციის შესწავლას ითვალისწინებს.

ქალი ფეხბურთელები თავიანთი ჰორმონების დონის შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებენ და უკეთ გაიგებენ, თუ როგორ მოქმედებს მათზე, მათ ჯანმრთელობასა და სამუშაო უნარზე მენსტრუალური ციკლი.

"მენსტრუაცია ყოველთვის დახურული თემა გახლდათ, მაგრამ ასე არ უნდა იყოს. ეს ქალების ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, განსაკუთრებით პროფესიონალ სპორტსმენთათვის".

"მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ნამდვილად იყო ინფორმაციისა და კვლევის ნაკლებობა ქალ სპორტსმენთა სამუშაო უნარზე ჰორმონების დონის გავლენის თაობაზე. წარმოუდგენლად მაგარია, რომ ახლა ნამდვილად შეგვიძლია ამ ასპექტზე მუშაობა", - თქვა "მანჩესტერ სიტის" ქალთა გუნდის კაპიტანმა, სტეფანი ჰიუტონმა.

მოგეხსენებათ, 2020 წელს, "ჩელსის" ქალთა გუნდმა მსოფლიოში პირველმა შეიმუშავა ქალ ფეხბურთელთა მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული სავარჯიშო პროგრამა.