ავტორიზაცია

ბარსელონაში თამაში მანჩესტერ სიტის კიდევ ერთ ფეხბურთელს სურს და ხელმძღვანელობაზე ზეწოლას ახდენს

ბარსელონაში თამაში მანჩესტერ სიტის კიდევ ერთ ფეხბურთელს სურს და ხელმძღვანელობაზე ზეწოლას ახდენს
თარიღი 14 ივნ 2021, 22:41

"მანჩესტერ სიტის" მცველი, აიმერიკ ლაპორტი კატალონიის "ბარსელონაში" აპირებს გადასვლას, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport.

27 წლის ესპანელს ესმის, რომ კრიზისის პირობებში მისი სატრანსფერო ფასი "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ზედმეტად მაღალია, ამიტომაც ამ გარიგებისთვის ხელის შეწყობა მოუწევს.

ლაპორტი "ქალაქელებზე" ზეწოლას ახდენს და "ბარსელონაში" გაშვებას სთხოვს.

"სიტიმ" და "ბარსამ" ამ ზაფხულს შეიძლება ფეხბურთელები გაცვალონ - ამ დროისთვის, პირდაპირი ტრანსფერები ნაკლებად სავარაუდოა.

აქამდე, ინგლისური კლუბიდან ესპანურ კლუბში სერხიო აგუერო და ერიკ გარსია გადავიდნენ, ორივე მათგანი თავისუფალი აგენტის სტატუსით.. "სიტისა" და "ბარსას" შორის კარგი ურთიერთობაა.

ლაპორტმა პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონში 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

"ეს ყოველთვის დახურული თემა იყო", - მანჩესტერ სიტი ქალ ფეხბურთელთა მენსტრუალურ ციკლს შეისწავლის