ავტორიზაცია

4 სავარაუდო მეტოქე ცნობილია - ვის შეხვდება დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგაზე?

4 სავარაუდო მეტოქე ცნობილია - ვის შეხვდება დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგაზე?
თარიღი 15 ივნ 2021, 01:45

15 ივნისს დინამო თბილისი გაარკვევს, ვის შეხვდება ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე.

უეფამ კი სავარაუდო მეტოქეთა ვრცელი სია 4 გუნდამდე შეამცირა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: შახტიორი (ბელარუსი), ნეფთჩი (აზერბაიჯანი), მაკაბი ჰაიფა (ისრაელი), ტეუტა (ალბანეთი).

უეფას შტაბ-ბინაში წილისყრა 15 ივნისს ქართული დროით 14:00 საათზე დაიწყება.

დინამო თბილისისთვის გასული წელი ევროტურნირებზე წარუმატებელი იყო. გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველივე ეტაპზე ალბანურმა ტირანამ გამოაგდო.

კრეატივის ზეიმი - პოლონურმა გუნდმა კაკაბაძე ქართულ საცხობში წარადგინა