ავტორიზაცია

"ხვიჩასთვის იბრძვის პრემიერ ლიგის ორი გუნდი, ტრანსფერი 20-25 მილიონად შედგება", - Sky-ს ჟურნალისტი

"ხვიჩასთვის იბრძვის პრემიერ ლიგის ორი გუნდი, ტრანსფერი 20-25 მილიონად შედგება", - Sky-ს ჟურნალისტი
თარიღი 15 ივნ 2021, 11:05

ახალი ამბავი არ არის, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას სახელს ევროპის არაერთ გუნდს უკავშირებენ.

ცნობილი ჟურნალისტის, რუდი გალეტის განცხადებით, ქართველი ვინგერისთვის ბრძოლაში ორი ფავორიტია გამოკვეთილი.

საუბარია "ევერტონისა" და "ლიდს იუნაიტედის" შესახებ. იტალიელი რეპორტიორი იმასაც აცხადებს, რომ ყაზანის "რუბინის" გარემარბის ტრანსფერი 20-25 მილიონი დაჯდება:

"კვარაცხელიასთვის ევერტონი და ლიდს იუნაიტედი იბრძვიან. მისი რუსეთში დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი შემტევის კონტრაქტი რუბინთან 2024 წლამდეა გათვლილი.

ის უდიდესი ალბათობით გადავა პრემიერ ლიგაში, ხვიჩას ტრანსფერი კი 20-25 მილიონი ევრო დაჯდება", - განაცხადა Sky Sport-ის ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, რომ 20-წლის ფლანგელის სახელს უკავშირებდნენ სერია ა-ს გუნდებსაც, თუმცა უკანასკნელ პერიოდში პრემიერ ლიგის ვარიანტი უფრო აქტუალური გახდა.

"მის ირგვლივ დიდი აჟიოტაჯია და გამძლეობას ვუსურვებ" - პაპუნაშვილი კვარაცხელიაზე

ევერტონი რუდი გარსიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს