ავტორიზაცია

აგუეროს და გარსიას შემდეგ, ბარსელონას რადარზე სიტის კიდევ 3 ფეხბურთელია

აგუეროს და გარსიას შემდეგ, ბარსელონას რადარზე სიტის კიდევ 3 ფეხბურთელია
თარიღი 15 ივნ 2021, 11:29

სერხიო აგუეროსა და ერიკ გარსიას დამატების შემდეგ, "ბარსელონას" სატრანსფერო რადარზე "მანჩესტერ სიტის" კიდევ სამი მოთამაშეა.

საუბარია ბერნარდო სილვას, ჟოაო კანსელოსა და ემერიკ ლაპორტის შესახებ. ამის შესახებ Mundo Deportivo საკმაოდ აქტიურად წერს.

კატალონიური კლუბი "ქალაქელებს" სთავაზობს ბარტერს, ანუ ფეხბურთელების გაცვლას და გარიგებაში ოსმან დემბელე-სერხი რობერტოს დუეტის ჩართვას გეგმავს.

როგორც ცნობილია, ხოსეპ გვარდიოლას ხიბლავს კატალონიელი მარჯვენა მცველის სათამაშო სტილი, კერძოდ კი მისი უნივერსალიზმი.

იგივე წყაროს მტკიცებით, პეპი, ხოან ლაპორტა და მატეუ ალემანი ერთად შენიშნეს გოლფის ტურნირზე მარბელაზე, სადაც ისინი სწორედ ბარტერს განიხილავდნენ.

"ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა", - ფაბრეგასი ბარსელონადან მესის შესაძლო წასვლას ეხმაურება

მანჩესტერ სიტიმ შესაძლოა ბერნარდო სილვა გაყიდოს