ჩემპიონთა ლიგაზე დინამო თბილისის მეტოქე ცნობილია
რამდენიმე წუთის წინ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
გასული წლის მსგავსად, ამ ტურნირზე საქართველოს სახელს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "დინამო თბილისი" გაიტანს.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მეტოქე პირველ რაუნდში ბაქოს "ნეფტჩი" იქნება.
დაპირისპირება 2-მატჩიანი იქნება. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 6/7 და 13/14 ივლისს გაიმართება
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს "დინამო" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ "ტირანასთან" დამარცხდა.