ავტორიზაცია

იუვენტუსის რადარზე ორი ნახევარმცველია

იუვენტუსის რადარზე ორი ნახევარმცველია
თარიღი 15 ივნ 2021, 15:16

ტურინის "იუვენტუსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცენტრალური ნახევარდაცვის გაძლიერებას ეცდება.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, "ბებერი ქალბატონის" სატრანსფერო სიაში არის ორი ჰავბეკი - კორენტინ ტოლისო და მანუელ ლოკატელი.

"ბიანკონერისთვის" პრიორიტეტულ ვარიანტად რჩება ფრანგი შუახაზელის ტრანსფერი და მხოლოდ გარიგების ჩაშლის შემთხვევაში გადაერთვება კლუბი იტალიელზე.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება შეადგენს 50 მილიონ ევროს, "სასუოლოს" ჰავბეკის კი 10 მილიონით ნაკლებს.

26-წლის შუახაზელის მომავალი გადაწყდება ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რომელზეც ის საფრანგეთის ნაკრების რიგებშია.

რონალდუ იუვენტუსიდან შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა

კინსლი კომანმა ბაიერნიდან წასვლა გადაწყვიტა - ფრანგს საამისოდ სამი მიზეზი აქვს