ავტორიზაცია

ლინეკერმა დაასახელა ფეხბურთელები მბაპეს და ჰოლანდის გარდა, რომლებსაც რონალდუს და მესის შეცვლა შეუძლიათ

ლინეკერმა დაასახელა ფეხბურთელები მბაპეს და ჰოლანდის გარდა, რომლებსაც რონალდუს და მესის შეცვლა შეუძლიათ
თარიღი 15 ივნ 2021, 18:24

ინგლისის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა და ამჟამად სატელევიზიო ექსპერტმა, გარი ლინეკერმა, დაასახელა ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც სამომავლოდ საფეხბურთო მწვერვალზე კრიშტიანუ რონალდუს და ლეო მესის ჩანაცვლება შეუძლიათ.

„ჩვენ მუდმივად განვიხილავთ ახალ თაობას. ამ წელს, მესის და რონალდუს წარუმატებლობები ვიხილეთ ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ მგონია, რომ ეს უფრო „ბარსელონას“ და „იუვენტუსის“ სისუსტის ბრალია, რომლებსაც გარდამავალი პერიოდი უდგათ.

ამ კალენდარულ წელიწადში მესიმ ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და ყველაზე მეტი საგოლე გადაცემაც მიითვალა, რონალდუსაც უამრავი გოლი აქვს. ეს წყვილი უბრალოდ ფენომენალურია.

იმავე ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილეთ ჰოლანდი და მბაპე, კილიანს ვიხილავთ ასევე ევრო 2020-ზეც. იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატზე თავს ერთი-ორი ინგლისელიც გამოიჩენს.

მაგალითად, ფილ ფოდენი, მეისონ მაუნტი და ჯეიდონ სანჩო.“ - ციტირებს ლინეკერის სიტყვებს Goal.com.

მბაპე თავის პირველ მატჩს ევრო 2020-ზე დღეს, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ფოდენმა და მაუნტმა ხორვატიის წინააღმდეგ უკვე ითამაშეს, სანჩო კი ამ შეხვედრაში განაცხადს მიღმა დარჩა.