"თუ ღმერთი ინებებს, ჩემი ბიჭიც გაიტანს", - რონალდუს დედამ პორტუგალია - უნგრეთის ზუსტი ანგარიში ივარაუდა

კრიშტიანუ რონალდუს დედამ, დოლორეშ ავეირუმ, მოახლოვებული მატჩის, პორტუგალია - უნგრეთის შედეგი ივარაუდა.
მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
„იმედი მაქვს, პორტუგალია უნგრეთს 2:1-ს დაამარცხებს, ჩემი ბიჭი კი გოლს გაიტანს, თუ ღმერთს ამის სურვილი ექნება.
წარმატებები ბიჭებო. დაე, ჩვენმა გუნდმა ბოლომ გაიცინოს.“ - წერს რონალდუს დედა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალია მოქმედი ევროპის ჩემპიონია, 5 წლის წინ ფინალში გუნდმა მასპინძელი საფრანგეთი დამატებით დროში 1:0 დაამარცხა.