ავტორიზაცია

რამდენი წუთია ესპანეთს გოლი არ გაუტანია და რამდენი აკლია ყველა დროის ანტირეკორდამდე?

რამდენი წუთია ესპანეთს გოლი არ გაუტანია და რამდენი აკლია ყველა დროის ანტირეკორდამდე?
თარიღი 15 ივნ 2021, 19:53

ევრო 2020-ს შემდეგ მატჩში პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ, ესპანეთს სერიოზული მისია აქვს შესასრულებელი - გაიტანოს გოლი!

ის, რომ ესპანეთის ნაკრებს, ოქროს თაობასთან შედარებით, შემადგენლობის სიძლიერის პრობლემები აქვს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მაგრამ, გუნდისთვის ბოლო პერიოდში უბრალოდ გოლის გატანაც კი პრობლემად იქცა.

შვედეთთან მატჩამდე, „ფურია როხას“ ფეხბურთელებმა ვერ მოახერხეს ამხანაგურ მატჩში პორტუგალიის კარის აღებაც ვერ მოახერხეს.

მას შემდეგ, რაც ლუის ენრიკე მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნდა, გუნდმა 13 მატჩი ჩაატარა და აქედან 4-ში ერთი გოლის გატანაც კი ვერ მოახერხა. ბოლო ორ მატჩში დასრულებული 0:0 კი იმას ნიშნავს, რომ ესპანეთმა თითქმის 8 წლი შემდეგ პირველად, ზედიზედ ორ მატჩში ვერ შეძლო მეტოქის კარის დალაშქრვა.

უკანასკნელად, მსგავსი რამ გუნდს 2013 წლის კონფედერაციათა თასზე დაემართა - ესპანელებმა ჯერ იტალიის კარის აღება ვერ შეძლეს და შემდეგ ეტაპზე მხოლოდ მოგებული პენალტების სერიის ხარჯზე გავიდნენ, ფინალში კი ბრაზილიასთან 3:0 განადგურდნენ.

ორი თვის შემდეგ, ესპანეთმა ეკვადორი 2:0 დაამარცხა და 237-წუთიანი მშრალი სერია ალვარო ნეგრედომ დაასრულა. სხვათაშორის, სწორედ იმ შეხვედრაში შედგა კოკეს დებიუტი ეროვნულ ნაკრებში.

ამჟამად, გუნდის მშრალი სერია უკვე 255 წუთს შეადგენს და ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი 397 უგოლო წუთია, რომელიც გუნდმა 1992 წელს დააფიქსირა.

ამრიგად, პოლონეთთან მატჩში გუნდი ყველა დროის ანტირეკორდს გოლის არგატანის შემთხვევაშიც ვერ დააფიქსირებს, მაგრამ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია კი დაუგროვდება. თუმცა, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ის არის, რომ გუნდს ტურნირზე დარჩენის ბედი ბოლო ტურში არ გაუხდეს მოსაგვარებელი.