"აშრაფ ჰაკიმი ინტერს დატოვებს", - მაროკოელის აგენტი
„ინტერის“ მარჯვენა ლატერალის, აშრაფ ჰაკიმის აგენტმა, ფეხბურთელის „ინტერიდან“ მოახლოვებულ წასვლაზე ღიად ისაუბრა.
„ამჟამად, „ინტერიდან“ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი მიდის - აშრაფ ჰაკიმი, რომლის ინტერესებსაც მე წარმოვადგენ.
თუმცა, ასევე, მნიშვნელოვანია ლაუტარო მარტინესის საკითხიც.“ - აღნიშნა აგენტმა ბოლო ინტერვიუში.
როგორც ცნობილია, აშრაფ ჰაკიმის შეძენით „პარი სენ-ჟერმენი“ ინტერესდება და „ინტერს“ 60 მილიონი ევროც შესთავაზა, მაგრამ „ინტერი“ მინიმუმ 80-ს ითხოვს. პარიზელების გარდა, მაროკოელის შეძენა „ჩელსისაც“ სურს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ აშრაფის თაობაზე უპირატესობა მადრიდის „რეალს“ აქვს - თუ „ინტერი“ რომელიმე კლუბის შემოთავაზებას დათანხმდება, „რეალს“ იმდენივე თანხის გადახდით ფეხბურთელის თავისთან წაყვანა შეეძლება.