ავტორიზაცია

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - რონალდუს დუბლი, პორტუგალიამ უნგრეთი მატჩის მიწურულს გაანადგურა [VIDEO]

თარიღი 15 Jun 2021, 21:52

ევრო 2020-ს F ჯგუფის პირველ მატჩში პორტუგალიამ უნგრეთი 3:0 დაამარცხა.

ბუდაპეშტში გამართულ მატჩში პორტუგალიელებმა მასპინძლის გატეხვას ძალიან დიდი დრო მოანდომეს - არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონები ქულების სენსაციურ დაკარგვასთანაც ახლოს იყვნენ.

გამარჯვების გოლი პორტუგალიამ 84-ე წუთზე გაიტანა, როცა რაფაელ გერეიროს დარტყმის შემდეგ ბურთი რიკოშეტით კარში შეფრინდა.

დარჩენილ 7 წუთში კი დუბლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიფორმა, რომელმაც ჯერ პენალტი შეასრულა ზუსტად, შემდეგ კი ერთი-ერთზე გასვლის შემდეგ გულაჩი ჩამოიტოვა და ცარიელ კარში შეაგორა.

ამრიგად, პორტუგალიამ უნგრეთი 3:0 გაანადგურა და ევრო 2020-ზე პირველი 3 ქულაც მოიპოვა.