ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა - ატლეტიკომ ზაფხულის პირველი ტრანსფერი გაჩარხა რომელაც საული შეეწირება

შეთანხმება შედგა - ატლეტიკომ ზაფხულის პირველი ტრანსფერი გაჩარხა რომელაც საული შეეწირება
თარიღი 15 ივნ 2021, 22:46

ლა ლიგაში გაჩემპიონების შემდეგ, მადრიდის „ატლეტიკომ“ გაძლიერებაზე ზრუნვა გააგრძელა.

ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდული კლუბი უახლოეს პერიოდში „უდინეზეს“ არგენტინელ ნახევარმცველს, როდრიგო დე პაულს გაიფორმებს.

ფეხბურთელი „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტს ოფიციალურად უახლოეს პერიოდში გააფორმებს და მადრიდული გუნდის რიგებში 2026 წლამდე ჩაირიცხება.

დე პაულის ტრანსფერი ესპანეთის ჩემპიონს 35 მილიონი ევრო დაუჯდება. მასზე პრეტენზიას „არსენალი“ და „მილანიც“ აცხადებდნენ, თუმცა ყველას „ატლეტიკომ“ დაასწრო.

საინტერესოა, რომ დე პაულის ტრანსფერს საულ ნიგესი შეეწირება, რომელმაც ბოლო დროს „ატლეტიკოს" სასტარტოში ადგილი დაკარგა - იმავე ჟურნალისტის ცნობით, მისით რამდენიმე გუნდი ინტერესდება და მშობლიურ გუნდს უახლოეს პერიოდში დატოვებს.