ოფიციალურად: იუვენტუსმა ალვარო მორატას იჯარა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა
თავდამსხმელი ალვარო მორატა მომდევნო სეზონსაც „იუვენტუსში“ გაატარებს.
ტურინულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 28 წლის ფორვარდის იჯარა 2022 წლის 30 ივნისამდეა გახანგრძლივებული.
ფეხბურთელის უფლებები მადრიდის „ატლეტიკოს“ ეკუთვნის. გასული წლის სექტემბერში, „იუვემ“ ის ერთი სეზონით, 10 მილიონ ევროდ ინათხოვრა და გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვა.
თუმცა, კორონაკრიზისის გამო, „იუვე“ მის გამოსყიდვას ჯერჯერობით ვერ ახერხებს და „ატლეტიკოს“ იჯარის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა.
გასულ სეზონში, მორატამ „იუვეს" მაისურით სერია ა-ს 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლსა და 9 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.