ავტორიზაცია

შოპინგისთვის მზადება - სიტიმ რამდენიმე გრანდიოზული ტრანსფერი დაგეგმა

შოპინგისთვის მზადება - სიტიმ რამდენიმე გრანდიოზული ტრანსფერი დაგეგმა
თარიღი 16 ივნ 2021, 10:31

"მანჩესტერ სიტი" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რამდენიმე მსხვილი გარიგების დახურვას გეგმავს.

Eurosport-ის თანახმად, "ქალაქელების" მთავარი სატრანსფერო სამიზნე არის ლონდონის "ტოტენჰემის" ლიდერი, ჰარი კეინი.

იმ შემთხვევაში, თუ ინგლისელი თავდამსხმელის ტრანსფერი ჩაიშლება, "ლურჯები" გადაერთვებიან რომელუ ლუკაკუზე ან ერლინგ ჰოლანდსა და ლაუტარო მარტინესს შორის ერთ-ერთზე.

ხოსეპ გვარდიოლას მიზანია აგრეთვე შეტევის ფლანგის გაძლიერება და მას შერჩეული ჰყავს ორი კანდიდატი - ჟოაო ფელიქსი და მიკელ ოიარსაბალი.

რაც შეეხებათ "ეტიჰადიდან" პოტენციურ წამსვლელებს, ასეთი ამ დროისთვის არის ორი ფეხბურთელი - ბერნარდო სილვა და ემერიკ ლაპორტი.

აგუეროს და გარსიას შემდეგ, ბარსელონას რადარზე სიტის კიდევ 3 ფეხბურთელია

"მხოლოდ ერთს ვიტყვი", - ტოტენჰემის პრეზიდენტი კეინის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა