ავტორიზაცია

ხოჭოლავა შახტარის დატოვებასთან ახლოსაა - ქართველ მცველს თურქული გრანდი იწვევს

ხოჭოლავა შახტარის დატოვებასთან ახლოსაა - ქართველ მცველს თურქული გრანდი იწვევს
თარიღი 16 ივნ 2021, 12:37

საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ შესაძლოა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დონეცკის შახტარი დატოვოს.

ამის შესახებ ინფორმაციას footballtransfer.com.ua და წერენ, რომ 27 წლის მცველის დამატებით თურქული ტრაბზონსპორი ინტერესდება, რომელიც მზადაა ქართველ ფეხბურთელში 2.5 მილიონი ევრო გადაიხადოს.

შახტარის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ აღიარა, რომ მას სურს გუნდში 2 ახალი ცენტრალური მცველი მიიყვანოს, შესაბამისად, ხოჭოლავას ახალ გუნდში გადასვლა მოუწევს.

საქართველოს ნაკრების მცველს შახტართან ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი ღირებულება Transfermarkt-ზე 3 მილიონი ევრო ღირს.

სად და როგორ მივცეთ ხმა კვარაცხელიას Golden Boy 2021-ის გამოკითხვაში?

ხვიჩას სიაშია - რუბინს კვარაცხელია წინასასეზონო შეკრებაზე მიჰყავს