ავტორიზაცია

ბაიერნმა კომანის გაყიდვა გადაწყვიტა - მოსალოდნელი წასვლის მიზეზი, ფასი და მსურველი

ბაიერნმა კომანის გაყიდვა გადაწყვიტა - მოსალოდნელი წასვლის მიზეზი, ფასი და მსურველი
თარიღი 16 ივნ 2021, 13:07

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი, კინგლსლი კომანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უდიდესი ალბათობით გუნდს გამოიცვლის.

"რეკორდმაისტერი" ფრანგ ვინგერს ვერ უთანხმდება ყოველწლიური ხელფასის თაობაზე, რომელიც თავად ფეხბურთელის მოთხოვნით 12 მილიონი უნდა იყოს.

აქედან გამომდინარე, "ბავარია" თავის გარემარბს ყიდის და მის სატრანსფერო ღირებულებად დაახლოებით 80-90 მილიონი ევრო სახელდება.

რაც შეეხება 25-წლის ფლანგელის პოტენციურ მსურველს, Bild-ის თანახმად ეს "მანჩესტერ იუნაიტედია", თუმცა ინგლისელები განიხილავენ სულ სხვა ვარიანტს:

იმ შემთხვევაში, თუ "წითელ ეშმაკებს" ჩაუვარდებათ ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერი, ისინი სწორედ წარმოშობით გვადელუპელზე გადაერთვებიან.

ნაგელსმანს ბაიერნიდან კომანის გაშვება არ უნდა

კომანი: "ჩემი მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატის მოგებაა"