ვის შეხვდება დინამო თბილისი ბაქოს ნეფტჩის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში?
რამდენიმე წუთის წინ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
ცნობილი გახდა "დინამო თბილისის" მეტოქე, თუ ქართული კლუბის პირველ ეტაპს დაძლევს.
ბაქოს "ნეფტჩის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, "დინამო" ბერძნულ "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონები "ნეფტჩის" 6/7 და 13/14 ივლისს შეხვდება.