ავტორიზაცია

ბერნარდო სილვას ატლეტიკო ეპატიჟება, მაგრამ მას თავად სხვა გუნდში სურს გადასვლა

ბერნარდო სილვას ატლეტიკო ეპატიჟება, მაგრამ მას თავად სხვა გუნდში სურს გადასვლა
თარიღი 16 ივნ 2021, 15:44

ნახევარმცველმა ბერნარდუ სილვამ „მანჩესტერ სიტი“ შესაძლოა ამ ზაფხულს დატოვოს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფეხბურთელს მადრიდის „ატლეტიკო“ ეპატიჟება, მაგრამ მას თავად „ბარსელონაში“ სურს გადასვლა, რომელსაც ბერნარდოსადმი ინტერესს ასევე აწერენ.

პირველ რიგში, პორტუგალიელს მოსწონს ქალაქი ბარსელონა, რომელშიც ის ხშირად იმყოფება. მეორე, ბავშვობაში ის პეპ გვარდიოლას „ბარსას“ გულშემატკივარი იყო და ამიტომ, კატალონიურ გუნდში ასპარეზობა მისთვის საოცნებოა.

როგორც წყარო ამტკიცებს, ბერნარდომ გვარდიოლას უკვე შეატყობინა, რომ ახალი გამოწვევების ძიებაში, კლუბის შეცვლას ამ ზაფხულს ისურვებდა.

გასულ სეზონში, 26 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.