» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

სანაკრებო შესვენების დროს ქართული გუნდების მიერ გამართული ამხანაგური შეხვედრები



სექტემბრის დასაწყისში სტარტი აიღო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევმა ეტაპმა, რომელშიც, ტრადიციულად, საქართველოს ნაკრებიც იღებს მონაწიელობას. სწორდ ამ ფაქტის გამო, ეროვნული ჩემპიონატის IV ტურის მატჩები გადაიდო. ხანგრძლივ შუალედში კი, ქართულმა გუნდებმა ერთმანეთში ბურთი ამხანაგურად გააგორეს. GOAL.GE გთავაზობთ ამ შეხვედრების მოკლე მიმოხილვას და შედეგებს. "ზესტაფონი" VS "მერანი" 3-1 ეს მატჩი 29 აგვისტოს ზესტაფონში გაიმართა. აღსანიაშნავია, რომ მასპინძელთა რიგებიდან ლევან შარიქაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი და თედორე გრიგალაშვილი თემურ ქეცბაიას სანაკრებო შეკრებაზე ჰყავდა გამოძახებული. მატჩის მე-3 წუთზე ანგარიში მარტვილელებმა გახსნეს. გოლის ავტორი ლევან გეგეჭკორი გახდა. პირველ ტაიმში საინტერესო აღარაფერი მომხდარა. მეორე ნახევარში კი, "მარგველებმა" სამჯერ მოახერხეს მეტოქეთა დამწუხრება: მე-60 წუთზე ლაშა ჯღამაიამ საკუთარ კარში გაიტანა გოლი. ხოლო, 79-ე და 89-ე წუთებზე გურამ სამუშიამ დუბლი შეასრულა. საბოლოოდ, იმერულ-მეგრული დაპირისპირება ანგარიშით 3-1 დასრულდა მასპინძელთა სასარგებლოდ. "ზესტაფონი": კუპატაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, რობაქიძე, გაგოშიძე, ენდელაძე, გვალია, ჭანკოტაძე (ვაჭარაძე, 72), ფანცულაია (კანდელაკი, 72), ილურიძე (სამუშია, 46), კაპანაძე (მიქელთაძე, 72), დვალი (სარდალიშვილი, 46). "მერანი": მამალაძე (ხაინდრავა, 75), მელიავა, ლომაშვილი (შანგუა, 78), ორბელაძე (წურწუმია, 46), კიკნაველიძე (გეგია, 75), წყაროზია (ჯღამაია, 46), გეგეჭკორი, ბოლქვაძე (ციკოლია, 71), ხარჩილაძე (წულაია, 59), ციცხვაია (ფაილოძე, 70), ჩიმაკაძე (ფონიავა, 46). "სამტრედია" VS "გურია" 1-1 30 აგვისტოს კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა სამტრედიაში გაიმართა. ადგილობრივმა გუნდმა ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ნამდვილად სანახაობრივი გამოვიდა. ანგარიშის გახსნა სტუმრებმა მოახერხეს. ლანჩხუთელთა მხრიდან თავის გამოჩენა აკაკი ფარჯიკიამ შეძლო. მან მარცხენა ფეხით მოახერხა მეტოქის მეკარის თავზე ბურთის გადაგდება. "გურიას" ეს უპირატესობა დიდ ხანს არ შეუნარჩუნებია. 28 წუთზე მეკარესთან პირისპირ გედენიძე დარჩა და ამ უკანასაკნელს ანგარიშის გათანაბრება აღარ გასჭირვებია. შეხვედრის მეორე ნახევარიც მომენტებით დახუნძლული გამოდგა, თუმცა ანგარიშის გაზრდა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 1-1 დასრულდა. "სამტრედია:" შამათავა, თომაშვილი, დვალიშვილი, კაკუშაძე, ბაკურაძე, ქანთარია, მელქაძე, დათუნაიშვილი, ქებაძე, გედენიძე, პავლიაშვილი შეცვლაზე შემოსულები: კიკაბიძე, შალიკაშვილი, გორგიაშვილი, კიკაბიძე, ბეჭვაია ზუგდიდი: თევდორაძე, ლომაია, ქურდაძე, ჭაავა, ქომეთიანი, ჯავაშვილი, ფარჯიკია, ლომია, ეხვაია, თუთბერიძე, კვარაცხელია. შეცვლაზე შემოსულები: დევაძე, აკობია, ღონღაძე, ახალაია, ქართველიშვილი, გვაზავა, კუკავა, ნ.ქირია, გულორდავა, კობერიძე, ქირია. "ტორპედო" VS "ჩიხურა" 0-0 პირველ სექტემბერს ქუთაისში ადგილობრივი "ტორპედო" მისი კუთხის ერთ-ერთ წარმომადგენელს, საჩხერის "ჩიხურას" დაუპირიპირდა. აღნიშნულიშეხვედრაში ქუთაისელთა უკრაინელი ლეგიონერების ილია დრევალის და ვალერი ბონდარენკოს დებიუტი შედგა. შეხვედრა არც ისე დაძაბული გამოდგა და ლოგიკური ანგარიშით 0-0 დასრულდა. „ტორპედო“: თებიძე(ბობღიაშვილი 46), დრევალი, ჩადუნელი(შენგელია 70), ბონდარენკო, მახვილაძე, გიორგაძე(ჩაკვეტაძე 30), მამასახლისი(ბენაშვილი 46), ჩიკვილაძე(გოგიჩაიშვილი 46), ჭედია(ქებურია 46), მარკოზაშვილი(კვასხვაძე 46), კვერნაძე(ტუღუში 46). „ჩიხურა“: მწყერაშვილი, ლ. ჭელიძე(ზ. ნადირაძე 75), ჩიკვაიძე, კაშია, ქიმაძე(იაკობაშვილი 87), სიხარულია(ოდიკაძე 55), დობროვოლსკი, მუმლაძე(ს. გაბაძე 87), კორიფაძე(თ. ნადირაძე 67), დეკანოიძე(ივანიშვილი 80), კუჭუხიძე. "ზესტაფონი" VS "ზუგდიდი" 1-0 ზესტაფონელთა სართვნელ ბაზაზე 2 სექტემბერს ერთმანეთს ადგილობრივი გუნდი და "ზუგდიდი" დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრაში მონაწილეობა მასპინძელთა მხრიდან არ მიუღიათ გიორგი ფანცულაიას, ავთო ენდელაძეს და თედორე გრიგალაშვილს. აღნიშნული მოთამაშეები ალექსანდრე ჩივაძეს ჰყავდა გამოძახებული საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში ჰოლანდიაში გასამართი შეხვედრისთვის. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და, საბოლოოდ, ზესტაფონელთა მიერ ერთადერთი გატანლი გოლით დასრულდა. თავის გამოჩენა 28-ე წუთზე გიორგი ილურიძემ შეძლო. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ეს გოლი ქართველი ფეხბურთელისთვის პირველია "ზესტაფონის" შემადგენლობაში. "ზესტაფონი": პავლოვიჩი (კუპატაძე, 71), რობაქიძე, ფერეირა (გაგოშიძე, 46), ხიდეშელი (ვაჭარაძე, 59), გვალია (თორნიკე გრიგალაშვილი, 46), შარიქაძე, ჭანტურიშვილი, სარდალიშვილი (სამუშია, 46), ჭანკოტაძე (კანდელაკი, 46), ილურიძე (კაპანაძე, 46), დვალი (მიქელთაძე, 46). "ზუგდიდი": თევდორაძე (დევაძე, 83), რიგვავა (ქომეთიანი, 53), ლომაია (ღონღაძე, 46), ქურდაძე (მირცხულავა, 46), ჯავაშვილი, ფარჯიკია (აკობია, 62), ქირია (გვაზავა, 73), კობერიძე (ჭაავა, 81), წურწუმია (კუკავა, 46), ლომია (შენგელია, 67), კვარაცხელია (გულორდავა, 46). "დინამო" (თბილისი) VS "სიონი" 3-3 4 სექტემბერს მორიგი ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. თბილისის "დინამო" დიღმის ბაზაზე ბოლნისის "სიონს" დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელი გუნდის მწვრთნელმა, ლადო ბურდულმა ამხანაგურ შეხვედრაში კლუბის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა. არც "დინამო" გამოვიდა ოპტიმალური შემადგენლობით მოედანზე. თბილისელებს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელები აკლდათ. მატჩში ნამდვილი გოლების ცვენა იყო. ანგარიში "დინამომ" გახსნა. პირველი გოლის ავტორი ამ შეხვედრაში ლაშა თოთაძე გახდა. ამ უკანასკნელმა მეტოქის კარის აღება საჯარიმო დარტყმით შეძლო. თუმცა, ბოლნისელებმა მალე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და მეტიც, ცოტა ხანში ისინი წინაც გავიდნენ: "დინამოს" საჯარიმოში ჯაბა უგულავას წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომლის გამოყენებაც ირაკლი სამხარაძემ შეძლო. ტაიმის მიწურულს კი, თბილისელებმა ისევ უგულავას წინააღმდეგ დაარღვიეს თამაშის წესები საკუთარ საჯარიმოში, რასაც მეორე პენალი და ახლა უკვე დაზარალებული ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლი მოჰყვა. ასე და ამგვარად, პირველი ტაიმი ბოლნისელთა სასარგებლოდ ანგარიშით 2-1 დასრულდა. მეორე ნახევარში მეკარესთან მარტოდმარტო დარჩენილმა გიორგი ჩირგაძემ ანგარისის გათანაბრება მოახერხა. ცოტა ხანში დაახლოებით იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა დავით ჯიქია, რომელმაც "დინამო" წინ გაიყვანა. შეხვედრას წერტილი უგულავამ დაუსვა. ამ ფეხბურთელმა დუბლის შესრულება მოახერხა და საკუთარი გუნდი წაგებას გადაარჩინა. საბოლოოდ შეხვედრა ანგარიშით 3-3 დასრულდა. "დინამო": დაუშვილი, მჭედლიშვილი, თოთაძე, გველესიანი, საჯაია, სარიშვილი, ჯანელიძე, ლობჟანიძე, ჩირგაძე, ჩისკო, საბანაძე. შეცვლაზე შემოსულები: კულუა, კაპანაძე, ლოჩოშვილი, ყურშავიშვილი, შერგელაშვილი, ქიქავა, ვეკუა, მესხი, ჯიქია. "სიონი": მერლანი, ფოფხაძე, კვარაცხელია, მოსემღვდლიშვილი, კანდელაკი, ცხადაია, ფილიპე, გაფრინდაშვილი, სამხარაძე, ჭიკაიძე, უგულავა. შეცვლაზე შემოსულები: ინწკირველი, სვანაძე, განუგრავა, ხიზანეიშვილი, მამასახლისი, გურეშიძე, უგრეხელიძე, სირაძე. "შუქურა" VS "მერანი" 2:0 კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გაიმართა 4 სექტემბერს. ქობულეთის ცენტრალურ სტადიონზე, "ჩელე" არენაზე ერთმანეთს "შუქურა" და "მერანი" გაეჯიბრნენ. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს შეხვედრა სადებიუტო იყო ქობულეთელთა ახალი მწვრთნელისთვის, ამირან გოგიტიძისთვის. პირველი გოლი მე-20 წუთზე გავიდა. ლაშა ჩაფიძემ ფლანგიდან ჩააწოდა, რის შემდეგაც ლევან კუტალიამ მოახერხა თავური დარტყმით მეკარის კარის აღება. 25-ე წუთზე ჩელებაძემ კუხიანიძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. ამ უკანასაკნელმაც სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა. საბოლოოდ "შუქურამ" 2-0 იმარჯვა. "ზესტაფონი" VS "დინამო" (ბათუმი) 4-2 მომდევნო ამხანაგური მატჩი, რომელიც "მარგველებმა" ამ შუალედში გამართეს 5 სექტემბერს შედგა. ამ შეხვედრაში "ზესტაფონი" ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდა. ზესტაფონურ-ბათუმური ჯახი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა პირველი გოლის გატანა სტუმრებმა შეძლეს. თავის გამოჩენა ულამაზესი დარტყმით 29-ე წუთზე ნიკა დიასამიძემ მოახერხა. თუმცა, სამ წუთში გიორგი ილურიძემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. იმერლებმა პირველ ნახევარში კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს. "დინამოს" კარის ბადე ჯერ 38-ე წუთზე მალხაზ გაგოშიძემ, შემდეგ კი, 43-ე წუთზე ლაშა გვალიამ შეარხია. ამ უკანასკნელმა საჯარიმო დარტყმით შეძლო სხვაობის ორ გოლამდე გაზრდა. მატჩის მეორე ნახევარში კიდევ ორი გოლი გავიდა. 54-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა ანგარიში 3-2 გახადა და შეხვედრას ინრიგა შემატა. თუმცა, 65-ე წუთზე "მარგველთა" ლეგიონერმა, რენე ფერეირა დოს სანტოსმა მეოთხე გოლის გატანა მოახერხა და საბოოო ანგარიში 4-2 დააფიქსირა. "ზესტაფონი:" პავლოვიჩი (კუპატაძე, 68), თორნიკე გრიგალაშვილი, რობაქიძე, ხიდეშელი (ფერეირა, 60), გაგოშიძე, გვალია (სამუშია, 68), შარიქაძე (მაკარიძე, 68), ჭანტურიშვილი (სარდალიშვილი, 46), ჭანკოტაძე (ვაჭარაძე, 68), ილურიძე (მიქელთაძე, 57), დვალი (კაპანაძე, 68). "დინამო" (ბათუმი)": ალავიძე (მამინაშვილი, 46), ჩუენსუ (ქორიძე, 72), მგელაძე (ჭკუასელი, 46), მახარაძე (მაკარიანი, 46), სუხიაშვილი (ტეტუნაშვილი, 46), ჩირიკაშვილი (მუჯირი, 46), გავაშელიშვილი (გოგიტიძე, 46), შონია (ვარშანიძე, 56), დიასამიძე, კაკალაძე (ტატანაშვილი, 46), ბერიაშვილი (თევდორაძე, 68). "დილა" vs "სპარტაკი" 5 სექტემბერს „დილამ“ საკუთარ სტადიონზე ცხინვალის „სპარტაკის“ წინააღმდეგ არაოფიციალური მატჩი გამართა. შეხვედრის მე-14 წუთზე ერისთავმა კვეკვესკირის პასი გამოიყენა და გორელები წინ გაიყვანა. რამდენიმე ხანში "სპარტაკმა" ანგარიში გაათანაბრა: "დილას" მეკარემ, გიორგი სომხიშვილმა საკუთარ საჯარიმოში მეტოქეთა ფეხბურთელი წააქცია. უჩა ბურძენაძემ დანიშნული თერთმეტმეტრიანი უბადლოდ შეასრულა. 32-ე წუთზე ექს-დინამოელმა, გიორგი მერებშვილმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და უძლიერესი დარტმით ძალიან ლამაზი გოლის გატანა მოახერხა. შესვენებაზე ძლიერი წვიმა წამოვიდა და მატჩის გაგრძელება სათუო გახდა. საბოლოოდ, შეხვედრა ნახევარ საათში განახლდა. 51-ე წუთზე ერისთავმა დუბლის გაფორმება მოახერხა. შეხვედრაში საფინალო ანგარიში 2-2 დაფიქსირდა. „დილა“: სომხიშვილი, ჯაფარიძე, ქარქუზაშვილი, კვახაძე (კაპ.), ხურცილავა, რაზმაძე, წიქარიძე, კვეკვესკირი, ერისთავი, სეთურიძე, მოდებაძე. შეცვლაზე შემოსულები: ზარქუა, ადამაძე, კურმაშვილი, სადაღაშვილი, ფალავანდიშვილი, სილვა, ლომიძე, ბაჩიაშვილი. მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი. „სპარტაკი“: ნანიევი, ცერცვაძე, ქემოკლიძე, მაისაშვილი, ბურძენაძე, მერებაშვილი, თექთურმანიძე, ივანიშვილი, მახარობლიძე, შინდაგორიძე, იოსელიანი. შეცვლაზე შევიდნენ: გიგაური, ფოცხვერია, მუმლაძე, შენგელია, ქოჩლაძე, ჯიშკარიანი, სეფიაშვილი, ლექვთაძე, კოტრიკაძე. "სამტრედია" VS "გურია" 3-3 ამ თვის 6 რიცხვში ურეკში მოსამზადებლად წასული "სამტრედია" ლანჩხუთის "გურიას" გაეჯიბრა. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა. აღსანიაშნავია, რომ გურულების სამივე გოლი რიკოშეტით გავიდა. რაც შეეხება სამტრედიელებს, მათ უფრო დამაჯერებლად მოახერხეს მეტოქის კარის აღება. ამ უკანასაკნელთაგან პირველი გოლის ავტორი გუნდის ახალწვეული, რევაზ გეწაძე გახდა, რომელმაც საჯარიმო დარტყმით მოახერხა მოწინააღმდეგეების დამწუხრება. მეორე გოლი კიდევ ერთმა დებიუტანტმა, გიორგი გაბედავამ გაიტანა. ამ შემთხვევაში ასისტის როლში მელქაძე მოგვევლინა. შეხვედრაში უკანასკნელჯერ "გურიის" მეკარის დამწუხრება ქანთარიამ საჯარიმოს გარედან შორეული დარტმით შეძლო. საბოლოოდ, მატჩში ექვსი გოლი გავიდა და ანგარიშით 3-3 დასრულდა. კახა ყიფიანი, სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სიმეონემ პრემიერ ლიგაში სასურველი ფეხბურთელი შეარჩია

არ არის გამორიცხული, "ატლეტიკომ" ზაფხულში "ჩელსის" ფეხბურთელი იყიდოს.

დღეს, 22:21

მიულერის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

"ბაიერნის" თავდამსხმელის, ტომას მიულერის მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია.

დღეს, 21:57

ნოიერმა ბაიერნს მოთხოვნა წაუყენა, შეთანხმება ვერ ხერხდება

"ბაიერნი" და გოლკიპერი, მანუელ ნოიერი ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან.

დღეს, 21:48

იუვენტუსის შეთავაზება: 55 მლნ ფუნტი და ორი ფეხბურთელი პოგბას სანაცვლოდ

"იუვენტუსი" მზადაა "მანჩესტერ იუნაიტედს" ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზოს.

დღეს, 21:40

ჰაკიმის პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

დღეს, 21:26

მანჩესტერი პოგბას პოტენციურ შემცვლელში კოლოსალურ თანხას იხდის

დიდი ალბათობით, პოლ პოგბა ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებს დატოვებს.

დღეს, 20:41

მოლაპარაკებები დაწყებულია: ლევან კორღალიძე კვლავ ეროვნული ლიგის გუნდს გაწვრთნის?

გუშინ, "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ლევან კორღალიძემ ოფიციალურად დატოვა.

დღეს, 20:32

რონალდუ და მესი შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეხილა - ყველაფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა

„რეალის“ საპრეზიდენტო რბოლის ინტრიგები გუნდს თითქმის კრიშტიანუ რონალდუს დაკარგვის ფასად დაუჯდა.

დღეს, 18:27

კორონავირუსის გამო, ფეხბურთელთა ფასები დაეცემა - პოგბა "კაპიკები" ეღირება?

კორონავირუსის პანდემია და მისი შედეგები საფეხბურთო ბიზნესზე ძალიან ისახება.

დღეს, 18:11

სანამ მსოფლიოში კარანტინია, რონალდინიო ციხეში მშვენივრად ერთობა [VIDEO]

სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა ბრაზილიელი რონალდინიო პარაგვაის ციხეში.

დღეს, 18:05

მაქსი ლოპესმა სოციალურ ქსელში იკარდი და ვანდა ნარა მიწასთან გაასწორა

„პსჟ-ს“ ფორვარდმა, მაურო იკარდიმ და მისმა მეუღლემ, ვანდა ნარამ, კორონავირუსის დროს პარიზის დატოვება და მილანში გამგზავრება გადაწყვიტეს.

დღეს, 18:00

ხაბიბი: "კორონავირუსი არის ღვთის სასჯელი - მას სთხოვეთ პატიება"

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე ისაუბრა.

დღეს, 17:47

ფერგიუსონი - ხაბიბს: "18 აპრილი ახლოსაა, შენ კი რუსეთში მიიმალე"

UFC-ს მსუბუქი წონის მებრძოლმა, ტონი ფერგიუსონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა.

დღეს, 17:44

ლაუტაროს ტრანსფერი ბარსელონაში პრაქტიკულად ჩაიშალა

„ინტერის“ ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი „ბარსელონაში“ შესაძლოა არც შედგეს.

დღეს, 17:39

ზიდანმა ობამეიანგს დაურეკა - ტრანსფერი ახლოვდება?

„არსენალის“ თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ზაფხულში შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადაბარგდეს.

დღეს, 17:24

ჯანფრანკო ძოლამ საუკეთესო პარტნიორი და ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფანჯრანკო ძოლამ, საუკეთესოები დაასახელა.

დღეს, 17:21

უკრაინელმა ფეხბურთელმა დაასახელა ერთადერთი ცნობილი მწვრთნელი, რომელსაც ვალერი ლობანოვსკი პატივს სცემდა

კიევის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა, ალექსანდრ გოლოვკომ, ლეგენდარულ მწვრთნელ ვალერი ლობანოვსკიზე ისაუბრა.

დღეს, 17:14

მანჩესტერ სიტის გვარდიოლას პოტენციური შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს

„მანჩესტერ სიტი“ განაგრძობს ხოსეპ გვარდიოლას შესაძლო წასვლისთვის მზადებას.

დღეს, 17:05

"მინდა, მომავალში შვიდნომრიანი მაისური მოვირგო", - გრიზმანი ბარსადან წასვლას არ აპირებს

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა, გულშემატკივართა რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

დღეს, 16:41

პრემიერ ლიგის დარჩენილი მატჩები შესაძლოა გუნდების სავარჯიშო ბაზაზე ჩატარდეს

უმაღლეს ინგლისურ დივიზიონში 92 მატჩის ჩატარება დარჩა.

დღეს, 16:23

"იმედია, ტრანსფერი მალე შედგება", - კავანის ახალი გუნდი უკვე ცნობილია?

„პარი სენ-ჯერმენის“ ფეხბურთელი, ედინსონ კავანი, დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დღეს, 16:19

პარი სენ-ჟერმენი შესაძლოა კოლოსალური თანხის გარეშე დარჩეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება, თუ სეზონი 30 ივლისამდე ან უფრო გვიანობამდე გაგრძელდება.

დღეს, 16:16

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ვინ გააფუჭა ჭოხონელიძის დოსიე?

რევაზ ჭოხონელიძის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი ითქვა და დაიწერა.

დღეს, 16:14

მესი: "გვაიძულებდნენ გაგვეკეთებინა ის, რასაც ისედაც ვაპირებდით"

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:07

ოფიციალურად: ლოკომოტივს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ განახლებული სეზონიდან თბილისის "ლოკომოტივს" სოსო ფრუიძე ჩაიბარებს.

დღეს, 16:04

მანჩესტერ სიტი არსენალს მის წინააღმდეგ აჯანყებაში ადანაშაულებს

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობამ პირადი გამოძიება ჩაატარა.

დღეს, 15:31

"კლოპის ლივერპული დიდი გუნდი არ არის", - მერსისაიდელთა ვეტერანი

"ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ ინსმა, იურგენ კლოპის ამჟამინდელი გუნდის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:28

იუვენტუსი პსჟ-ს გაცვლას სთავაზობს

CalcioMercato-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" "პარი სენ-ჟერმენს" საკმაოდ საინტერესო გაცვლას სთავაზობს.

დღეს, 14:15

ხაბიბი: "ფერგიუსონს სხვა მეტოქე ეყოლება? არ ვარ წინააღმდეგი"

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:05

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10