ავტორიზაცია

ტოტენჰემის ყოფილი მცველი უოტფორდს შეუთანხმდა

ტოტენჰემის ყოფილი მცველი უოტფორდს შეუთანხმდა
თარიღი 16 ივნ 2021, 16:29

"ტოტენჰემის" მცველი, დენი როუზი კარიერას "უოტფორდში" გააგრძელებს, წერს Sky Sports.

კლუბმა 30 წლის ფეხბურთელთან 2-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომელიც 2023 წლამდე იქნება გათვლილი, თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობით.

ლონდონურ კლუბთან ინგლისის ნაკრების ექს-უკანახაზელს თვის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

როუზი "ტოტენჰემში" 2007 წლის ზაფხულში გადავიდა. 30 წლის ინგლისელმა "დეზების" მაისურით ბოლოს 2020 წლის 11 იანვარს, "ლივერპულთან" (0:1) გამართულ მატჩში ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ 2020/21 წლების სეზონში გამოცდილ ფეხბურთელს "ტოტენჰემის" პირველ გუნდში ერთი შეხვედრაც კი არ ჩაუტარებია.