ავტორიზაცია

ვესტ ჰემი ბარნლის მცველს უმიზნებს

ვესტ ჰემი ბარნლის მცველს უმიზნებს
თარიღი 16 ივნ 2021, 16:48

"ბარნლის" მცველმა, ჯეიმს ტარკოვსკიმ კარიერა შეიძლება სხვა კლუბში გააგრძელოს, წერს Football.Insider.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ინგლისელით "ვესტ ჰემი" ინტერესდება.

გასულ სეზონში ტარკოვსკიმ 39 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 7 ყვითელი ბარათი მიიღო.

Transfermarkt-ის ვერსიით, "ბარნლის" მცველის სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს.