ავტორიზაცია

არსენალი ლოკატელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს იხდის

არსენალი ლოკატელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს იხდის
თარიღი 16 ივნ 2021, 16:51

"არსენალი" მზად არის "სასუოლოს" ნახევარმცველ მანუელ ლოკატელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს, იტყობინება La Gazzetta dello Sport.

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონური კლუბის წარმომადგენლებმა აღნიშნულ ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

როგორც აღინიშნება, თავად იტალიელს კარიერის გაგრძელება "იუვენტუსში" სურს. ტურინელებმა 23 წლის ნახევარმცველს 5-წლიანი კონტრაქტი უკვე შესთავაზეს.

ლოკატელის "სასუოლოსთან" კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. გასულ სეზონში მან სერია ა-ში 34 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი გააკეთა.