ავტორიზაცია

ბაიერნი გორეცკასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ბაიერნი გორეცკასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
თარიღი 16 ივნ 2021, 16:53

"ბაიერნი" ნახევარმცველ ლეონ გორეცკასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, წერს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ ფეხბურთელი ძალიან მალე ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელიც 2025 ან 2026 წლამდე იქნება გათვლილი.

გასულ სეზონში 26 წლის გერმანელმა მიუნხენელთა რიგებში 32 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.

მოქმედი კონტრაქტის ვადა გორეცკას 2022 წლის ივნისში ეწურება.