ავტორიზაცია

არსენალი ვან დე ბეკის შეძენას არ აპირებს

არსენალი ვან დე ბეკის შეძენას არ აპირებს
თარიღი 16 ივნ 2021, 16:56

"არსენალი" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნახევარმცველ დონი ვან დე ბეკის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, წერს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, "მეთოფეები" ნამდვილად ეძებენ ახალ ნახევარმცველს, თუმცა ჰოლანდიელი მათ შორტ-ლისტში არ ფიგურირებს.

აქამდე დაიწერა, რომ ლონდონელები 24 წლის შუახაზელის ტრანსფერზე "ემიუს" დაუკავშირდნენ.

2020/21 წლების სეზონში ვან დე ბეკმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, მანიკუნიანელთა ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 30 მილიონ ევროს შეადგენს.