ავტორიზაცია

მილანი ტულუზას ფეხბურთელში 8 მილიონ ევროს ჩამოდის

მილანი ტულუზას ფეხბურთელში 8 მილიონ ევროს ჩამოდის
თარიღი 16 ივნ 2021, 16:58

"მილანი" "ტულუზას" გარემარბ ამინ ადლით ინტერესდება, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული კლუბი 10-12 მილიონ ევროს ითხოვს. თავის მხრივ, "როსონერი" მხოლოდ 8 მილიონს ჩამოდის.

როგორც აღინიშნება, მილანელებს 21 წლის ფრანგის ტრანსფერის დახურვა ამ ზაფხულსვე სურთ. ახალგაზრდა ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

ადლიმ გასულ სეზონში "ტულუზას" მაისურით ლიგა 2-ში 34 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.