ავტორიზაცია

დე იონგი: "გასულ სეზონში ბარსელონაში მხოლოდ უბრალო ფეხბურთელი ვიყავი"

დე იონგი: "გასულ სეზონში ბარსელონაში მხოლოდ უბრალო ფეხბურთელი ვიყავი"
თარიღი 16 ივნ 2021, 17:24

"ბარსელონასა" და ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა თავისი კატალონიური კარიერა შეაფასა.

"ბარსაში" ჩემი პირველი წელი კარგი იყო, ბევრი ვითამაშე, თუმცა, ვფიქრობ, უბრალო მოთამაშის მეტი არაფერი ვყოფილვარ", - ციტირებს ჰოლანდიელის სიტყვებს Marca.

"ამ წელს თავი უკეთესად წარმოვაჩინე, მაგრამ ვფიქრობ, კიდევ მოსამატებელი მაქვს და უნდა განვვითარდე. ვიმედოვნებ, კიდევ უფრო უკეთეს დე იონგს იხილავთ", - დასძინა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ფეხბურთელმა.

მოგეხსენებათ, დე იონგმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2019 წელს გააფორმა, გუნდს იგი ამსტერდამის "აიაქსიდან" შეუერთდა.

2020/21 წლების სეზონში 24 წლის ნახევარმცველმა "ბლაუგრანას" მაისურით 37 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.

"საუკეთესოა მათ შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს", - დე იონგმა ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა