ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი ევრო 2020-ის შემდეგ სტერლინგს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

მანჩესტერ სიტი ევრო 2020-ის შემდეგ სტერლინგს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
თარიღი 16 ივნ 2021, 18:10

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, რაჰიმ სტერლინგი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, წერს The Telegraph.

გავრცელებული ინფორმაციით, "ქალაქელთა" ხელმძღვანელობა 26 წლის ფეხბურთელს ახალ ხელშეკრულებას ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ შესთავაზებს.

აქამდე დაიწერა, რომ სტერლინგი გუნდის მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას სამომავლო გეგმებში არ შედის, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

სტერლინგს მოქმედი ხელშეკრულების ვადა "სიტისთან" 2023 წლის ზაფხულში ეწურება. გასულ სეზონში მან 49 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი გააკეთა.