ავტორიზაცია

იუვენტუსი ბაიერნის ნახევარმცველს უმიზნებს

იუვენტუსი ბაიერნის ნახევარმცველს უმიზნებს
თარიღი 16 ივნ 2021, 18:12

"იუვენტუსი" "ბაიერნის" ნახევარმცველ კორანტენ ტოლისოთი ინტერესდება, იტყობინება ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურინულ კლუბს უკვე დიდი ხანია ფრანგის შეძენა უნდა და გასულ წელსაც განიხილავდა 26 წლის ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობას.

გასულ სეზონში ტოლისომ ბუნდესლიგაში 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა "რეკორდმაისტერის" ნახევარმცველს 2022 წლის ზაფხულში ეწურება.