ავტორიზაცია

ევერტონმა თვალი ბარსელონას გოლკიპერს დაადგა

ევერტონმა თვალი ბარსელონას გოლკიპერს დაადგა
თარიღი 16 ივნ 2021, 18:18

"ევერტონი" "ბარსელონას" გოლკიპერ ნეტოსთვის იბრძვის, წერს Mundo Deportivo.

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური კლუბი 31 წლის ბრაზილიელის დამატებას ამ ზაფხულს გეგმავს.

თავის მხრივ, "ლურჯ-ბროწეულისფრები" მზად არიან მეკარე გაუშვან, რომელსაც იმ გუნდში უნდა გადასვლა, სადაც მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება.

2020/21 წლების სეზონში ნეტომ "ბარსას" მაისურით 12 მატჩი ჩაატარა და საკუთარი კარი მშრალად 6-ჯერ შეინახა.