ავტორიზაცია

სტერლინგს მანჩესტერ სიტიში დარჩენა უნდა

სტერლინგს მანჩესტერ სიტიში დარჩენა უნდა
თარიღი 16 ივნ 2021, 18:21

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, რაჰიმ სტერლინგი ამ ზაფხულს კლუბიდან წასვლას არ აპირებს, წერს Manchester Evening News.

როგორც აღინიშნება, ინგლისელ გარემარბს "ქალაქელებთან" ხელშეკრულების გახანგრძლივება უნდა.

აქამდე დაიწერა, რომ სტერლინგი მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას სამომავლო გეგმებში არ შედის, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

გასულ სეზონში სტერლინგმა 49 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი გააკეთა.