ავტორიზაცია

"ძალიან კარგი ფეხბურთელია", - მბაპე პსჟ-ში ვეინალდუმის ტრანსფერს გამოეხმაურა

"ძალიან კარგი ფეხბურთელია", - მბაპე პსჟ-ში ვეინალდუმის ტრანსფერს გამოეხმაურა
თარიღი 16 ივნ 2021, 18:29

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ნახევარმცველ ჟორჟინიო ვეინალდუმის დამატებით კმაყოფილია და პარიზელთა ხელმძღვანელობა შეაქო.

მოგეხსენებათ, 30 წლის ჰოლანდიელს "ლივერპულთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ფრანგულ კლუბს უფასოდ შეუერთდა.

"ვეინალდუმი ძალიან კარგი ფეხბურთელია. ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან ითამაშებს. კლუბმა შესანიშნავი შესაძლებლობით ისარგებლა და ძალიან კარგად იმუშავა", - ციტირებს მბაპეს სიტყვებს GFFN.

მოგეხსენებათ, "პარი სენ ჟერმენმა" ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად 10 ივნისს დაადასტურა.

პარიზელებთან ვეინალდუმმა 2024 წლის 30 ივნისამდე გათვლილი ხელშეკრულება გააფორმა.

"გულწრფელად ვამბობ, რთული არჩევანი იყო", - ვეინალდუმმა განმარტა, თუ რატომ ამჯობინა ბარსას პსჟ