ავტორიზაცია

ყოფილ გუნდში რამოსის შესაძლო დაბრუნებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთეს

ყოფილ გუნდში რამოსის შესაძლო დაბრუნებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთეს
თარიღი 16 ივნ 2021, 18:39

"სევილიას" სპორტულმა დირექტორმა, რამონ მონჩიმ გუნდში "რეალის" მცველის, სერხიო რამოსის შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებული ცნობები უარყო.

"რამოსი "რეალის" ფეხბურთელია. ამჟამად კლუბთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია", - ციტირებს ფუნქციონერის სიტყვებს Marca.

მოგეხსენებათ, რამოსი ანდალუსიელთა აღზრდილია. 2020/21 წლების სეზონში 35 წლის უკანახაზელმა "სამეფო კლუბის: მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა "რეალის" კაპიტანს 2021 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.

11 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "სევილია" რამოსს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

რეალსა და რამოსს შორის ყველაფერი გაირკვა - As